|
2018-11-15 12:49:19, 1970 ნახვა
სამართალი
ლონდა თოლორაია - 2018 წელს არ მომხდარა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, 2018 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებულ მაჩვენებელსა და ამ მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო პრევენცია, უკვე მომხდარ ფაქტებზე კი ეფექტიანი რეაგირება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვნად შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი. „2018 წელს 58%-ით არის შემცირებული ქალთა მკვლელობები. ასევე, 2018 წელს არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ. ასევე, 2018 წელს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მკვლელობამდე ქალის მიერ იყო მომართული სამართალდაცავი ორგანოსათვის და არ მომხდარა ამ ფაქტზე რეაგირება. სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება 2017-2016 წლის მონაცემებს, 2018 წელს კი ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო როგორც პრევენცია, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და ვფიქრობ, რომ ეს შემცირებული მაჩვენებელი ნამდვილად მოწმობს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა, როგორც პრევენციის ნაწილში, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების ნაწილში. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლო ნაბიჯები არ არის დაგეგმილი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. როგორც იცით სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი დანერიგილიყო, ეს ინსტუმენტი დაინერგა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება შინაგან საქმეთს სამინისტროს მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლისა და პროგრესის მაჩვენებელია. თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებით გამომძიებელთა გადამზადებას ვაგრძელებთ, იმისათვის, რომ რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, გამომძიებლები უფრო მეტი სენსიტიურობით მიუდგნენ ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ 2018 წელს მიღწეული შედეგი, ნამდვილად არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გამოწვევები, გამომძიებელთა კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლებას საჭიროებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
(NS)
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)