16:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 12:25:02, 1649 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილის გამოსახვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს

„ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის“,- ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოსახვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის გამოსახული ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილი და ხომ არ არის ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამოწვეული.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ქართული ოცნება“,  მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics