|
2018-11-14 21:39:39, 1984 ნახვა
პოლიტიკა
ემიგრანტებს მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება 24:00 საათამდე ექნებათ - სამხედროები ხმას 26 ნოემბერს მისცემენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ღამის 12:00 საათამდე შეეძლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დასახელდა, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებლებისთვის ეს დღე არ არის უქმე. რაც შეეხება ავღანეთში არსებულ ორ საარჩევნო უბანს, სამხედრო მოსამსახურეებს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 26 ნოემბერს შეეძლებათ. ცნობისთვის, არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარებას ცესკო-ს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50% ვერც ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ მოაგროვა. პირველ ადგილზე გასულმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,73%. სწორედ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)