|
2018-11-14 17:03:18, 1812 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის ხინჯი შეიტანოს
ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია და განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდნენ. „არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, არ არიან ღირსი, რომ წარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროს სახელით. როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)