|
2018-11-14 12:59:05, 1487 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: შს მინისტრის მზაობა გაცხადდა, არავინ გაურბის არაფერს, მინისტრი მოვა და პასუხებს გაგვცემს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა შორის პოლიტიკური შეფასებები და დებატები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციის დადგენილების თემას მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. „პოლიტიკური განცხადებებისთვის იქნება შესაბამისი დრო, თუმცა ირაკლი, ოთარ კოლეგებო ეს საკითხები რაზეც თქვენ საუბრობთ ჩვენს მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც და იმ პროექტშიც ჩვენ წარმოვადგინეთ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს დაფიქსირებული. ამიტომ ლოგიკა იმის, რომ ჩვენ ინტერესი არ გვქონდეს ეს საკითხები რაც შეიძლება შესაბამის ვადებში არ განვიხილოთ ტყუილია და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, იმიტომ რომ ჩვენს მიერ არის დაყენებული, რომ ჩავიხედოთ რეზოლუციაში და იმ პროექტში რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ჩვენს მიერ არის დაყენებული ის საკითხები რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ჩვენი ინტერესი ნათელია, გვაქვს ინტერესი ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმის რომ მოვიდეს. თქვენს განცხადებებშია პრობლემა, რომ ხართ არაობიექტურები და ამბობთ, რომ არ არის შედეგი. საუბარი იმაზე რომ არის თუ არა ინტერესი, ძალიან დიდია ჩვენი შედეგები რა შედეგები აქამდე იყო, არ ვართ კმაყოფილი და ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია, ამიტომ დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომლებიც თქვენ ვერ წარმოგედგინათ რომ დავაფიქსირებდით, დიახ გავეცით დავალება რომ ეს საკითხები უნდა შესრულდეს. ამ საკითხებზეც მოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, გაგვცემს პასუხებს. მისი მზაობა გაცხადდა, პოლიტიკური მზაობა არის, არავინ არ გაურბის არაფერს. არსად გასაქცევი არ არის ეს საკითხი. შესაბამისად ეს საკითხები იქნება ის თემა, რომელზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად მოგვიწევს მსჯელობა. ყველას მოუწევს პასუხის გაცემა რა ხდება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ის პოლიტიკური განცხადება, ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ. არ არის კორექტული. ინტერპრეტაცია გეხერხებათ. ჩვენთვის ადამიანები და ისინი ვინც რუსთაველზე დგანან ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრიც და მათი პოზიციაც. ასე რომ ის სურვილი ვიღაც-ვიღაცეების რომ მოხდეს დარბევები და ასე შემდეგ, არ მოხდება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)