06:52 - 05 Nov, 2026
|
2018-11-14 09:43:39, 1547 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრი - ყოფილი რუსი ელჩი, ენმ-ს კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად
„ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტის პლენარული სესიის დროს განაცხადა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ორივემ და განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. აღსანიშნავია სტაბილურობა და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ვიქტორ ბოშტინარუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)