16:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 16:58:09, 1718 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა

მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი.

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე, ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

„პირველი, ესაა ადამიანური კაპიტალი - სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე, ესაა ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე, ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. მისი თქმით, სწორედ კერძო სექტორი არის მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ხერხემალი. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება ეკონომიკური ზრდის წარმმართველი.

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ განვახორციელოთ ესეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილობლად მოყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics