|
2018-11-13 14:52:17, 1787 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ინფორმაცია, თითქოს Krause-მა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, "სპუტნიკ აბხაზიას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკულ გამოცემა Krause-მა ოკუპირებული რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში აფხაზეთის რეგიონი მოხსენიებულიც კი არ არის. "გთხოვთ, გაეცნოთ მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის სრულ ელექტრონულ ვერსიას, რომელიც ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, თითქოს კატალოგის ქვეყნების ინდექსში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით იყოს შეტანილი მონეტები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში მოხსენიებულიც კი არ არის აფხაზეთის რეგიონი. კატალოგი არის ონლაინ გაყიდვაში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში. ცნობისთვის, Sputnik Abkhazia-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ამერიკულმა გამოცემა "Krause"-მა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები გამოაქვეყნა. მედია საშუალების ინფორმაციით, აფხაზეთის რუკა ამავე გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა და ის საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)