|
2018-11-12 18:09:43, 1468 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და მის ოჯახს ემუქრება, უკრაინაში იბრძვის
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნის ინფორმაციით, პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს და მის ოჯახს ემუქრება უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია. როგორც გაბუანიამ აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს, როგორც აუდიო, ასევე წერილობითი. „ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუესა და ტყუილთან კავშირი არ არის. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება, ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი. ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“. არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. ძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, ამ პირის დასაკავებლად ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მისაღებად. ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს. საუბარია ერთ პირზე, თუმცა ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე", - განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)