|
2018-11-12 17:28:23, 1376 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას: ხმას დაუწიე, ნუ ყვირი, ხელებს ნუ შლი და ნუ დემაგოგობ
„ხმას დაუწიე, ნუ ყვირი, ხელებს ნუ შლი და ნუ დემაგოგობ“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება, ეკა ბესელიას განცხადებამ გამოწვია, რომლის თანახმადაც, დეპუტატები სხვადასხვა საქმეში მონაწილე პირებს ვერ დასჯიან, რადგან ეს ბესელიას თქმით, საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა. ამასთან, დეპუტატებს შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას მოყვა. „ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ხოშტარიას განმარტებით, პარლამენტმა უნდა მოითხოვოს მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა. „რა აღრევებზე საუბრობთ, კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბეულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. საერთოდ რაზე ლაპარაკობთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)