|
2018-11-12 10:44:04, 1292 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება
იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფება. თეა წულუკიანს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დრაჟენ ბოშნიაკოვიჩსა და საჯარო ადმინისტრაციის მინისტრ ლოვრო კუსკევიჩთან. ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. ხორვატ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანი და დრაჟენ ბოშნიაკოვიჩი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რაებილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)