|
2018-11-08 15:57:19, 2005 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები ვიქნებით
ბიძინა ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ოპონენტები ვიქნებით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიამ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ უჭერს "ევროპული საქართველო" მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. „ევროპულ საქართველოს, "ნაციონალურ მოძრაობას" და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" ვარდების რევოლუციის შემდეგ და მითუმეტეს ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენციას და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)