|
2018-11-07 14:26:43, 2083 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: სააკაშვილი დემოკრატია - როდის იყო დიქტატორი მშვიდობიანად აბარებდა ძალაუფლებას?!
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიამ იკლო. როგორც ვაშაძემ DW-სთან ინტერვიუში განმარტა, ძირითადი დემოკრატიული პრიციპეი შემორჩენილია, თუმცა მისი თქმით, ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს. "მე არ მოვიქცევი როგორც მისი ძველი კოლეგები, ტელევიზიებში არ დავიწყებ იმის ყვირილს, რომ ყველაფერში მიშა სააკაშვილია დამნაშავე, რომ სააკაშვილია დიქტატორი, რომ ის ყველას ხელს გვიშლიდა. ის არ არის დიქტატორი, ის დემოკრატია. როდის იყო დიქტატორი საკუთარ ძალაუფლებას მშვიდობიანად აბარებდა სხვას?! როდესაც ვსაუბრობთ შეცდომებზე, უნდა განვასხვავოთ შეცდომები დიქტატურისგან. 2007 წელი ჩვენი ისტორიის საკმაოდ ტრაგიკული ნაწილია. ტელეკომპანია "იმედის" დარბევა იყო წარმოუდგენელი შეცდომა და გარკვეულწილად ეს იყო, დასასრულის დასაწყისი. სააკაშვილი ჯერ კიდევ ზედმეტად ახალგაზრდაა, რომ საქმეს ჩამოვაშოროთ. როგორც ადამიანს, რომელმაც 5-6 წელი ემიგრაციაში გაატარა, მოუწევს ამ ქვეყანასთან თავიდან ადაფტირება, რადგან ის საგრძნობლად შეიცვალა. სააკაშვილის შემდეგ დემოკრატიამ საქართველოში იკლო. ანუ რა თქმა უნდა ქვეყანაში შემორჩენილია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, თუმცა დემოკრატიამ იკლო და ეს ისახება თუნდაც მხოლოდ ერთი ტელევიზიის არსებობაში, რომელსაც არ აკონტროლებს ივანიშვილი", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)