|
2018-11-06 14:38:23, 2108 ნახვა
სამართალი
ოთარ ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემის გამოძიებაში, ექსპერტებად საერთაშორისო ჯგუფის წევრები იყვნენ მოწვეული
„აღნიშნულ საქმეში პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა“, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პროკუროტის თქმით, არსებობს ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა, შესაბამისად, გამოძიება დადგენილ საგამოძიებო ვადაში ჩატარდა. „იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი და ამ საქმეზე არსებობდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა. ასევე, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ლაშა თორდიას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ტარდებოდა ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარდგენისთვის და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ხანდაზმულობის ვადა, ამ შემთხვევაში არსებობდა ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა. ფაქტიდან წელიწად-ნახევარიც არ არის გასული, 2017 წლის 13 მაისს მოხდა აღნიშნული ინციდენტი, გამოძიება ჩატარდა დადგენილ საგამოძიებო ვადაში და ყველა მტკიცებულების მოგროვების შემდეგ მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის მოთხოვნით. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ყველაფერს, მათ შორის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანასაც აქვს საკუთარი ვადები. ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდეგ ჩვენ მივმართეთ ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს დაზარალებიულის სტატუსის მისანიჭებლად“, - განმარტა პროკურორმა.
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)