|
2018-11-06 13:15:20, 1660 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ფარცხალაძეზე: თითსაც ვერავინ დააკარებს - ეს წინასაარჩევნოდ თვალის ახვევის მცდელობაა
"არც ერთი კორუმპირებული პირი არ დასჯილა და არ დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს" - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ფარცხალაძის "დასჯა" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის თვალის ახვევას ემსახურება. „ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი. თითსაც ვერავინ დააკარებს. პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ. ამიტომ წინასაარჩევნოდ ახლა დადგეს პატარა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ ორი ათასი, ან ხუთი ათასი ლარით. მერე მას, რა თქმა უნდა, ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. არც ერთი კორუმპირებული, მათ შორის მთავრობის წევრები, რომლებიც დიდი ხმაურით აცხადებდნენ და ივანიშვილიც იმუქრებოდა, არ დასჯილა და ვერც ვერასდროს დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)