|
2018-11-06 12:16:16, 4056 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, - ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან, თუმცა ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. "ბრალდების მხარემ პროცესუალური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ბატონ ოთარს წურუდგინა ბრალი. ბრალი წარედგინა სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად ანუ ცემის ფაქტთან დაკავშირებით. საქმე ეხება ე.წ. ელცენტროს ინციდენტს. გამოძიების ბრალის ფორმულირებით მას ედავებიან ცემას, თუმცა ბატონი ოთარი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის იყო პროვოცირების მსხვერპლი. შესაბამისად ჩვენ სამართლებრივნ ბრძოლას გავაგრძელებთ. არა ერთხელ გვითქვამს, რომ შემთხვევა, რომელიც მოხდა ელცენტროში, აქ რაიმე სახის ბრალეულობა რეალურად არ არსებობს. მოგვეცემა საშუალება რომ ჩავიხედოთ საქმის მასალებში. ამ შემთხვევაში უკვე მხარეს წარმოვადგენთ. საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა გახდა ბრალის წარდგენის საფუძველი. თუმცა მარტო ეს ექსპერტიზა არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია სამართლიანი სასამართლოს პირობებში დავადასტუროთ წარდგენილი ბრალის აბსურდულობა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
პროკურორი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილისთვის ბრალდების გამკაცრებას არ გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)