|
2018-11-05 14:36:09, 1720 ნახვა
კომენტარი
გუგული მაღრაძე: არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია
„არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მაღრაძემ აღნიშნა, პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რასაც მეორე ტურისთვის გამოიყენებს. მისივე განმარტებით, მმართველმა გუნდმა მოსახლეობას უნდა გააგებინოს რა გააკეთა და ასევე უნდა აუხსნას, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი. „ჩვენ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა და გადავწყვიტეთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა გავაკეთეთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს კომუნიკაცია. არის ძალიან ბევრი ხერხი, ამას უნდა ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია საარჩევნო კამპანიის შესახებ და უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს, რაც აუცილებელია. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდებს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებენ პარტიები. ეს არის შეხვედრები, ფლაერები, მესიჯბოქსები, ტელევიზიაში რგოლები იმისთვის, რომ გააგებინო ადამიანებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, ზოგიერთმა პენსიონერმა არც იცოდა, რომ იანვრიდან პენსიას ეზრდებათ 20 ლარით. ამიტომ მსგავსი რაღაცები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, ასევე ნათლად უნდა ავუხსნათ რატომ და რისთვის უნდა გაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)