|
2018-11-05 13:10:46, 1456 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ტყვიებს ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, როცა ჭედავ ტყვიებს, იწყებ სამოქალაქო ომსაც
„ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, როცა ჭედავ ტყვიებს, შენ იწყებ სამოქალაქო ომსაც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამ განცხადებით ფოფხაძემ მისივე სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს. „ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის. თუ ტყვეებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვწირავთ მოღალატეებად ერთმანეთის შერაცხვით. როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე. ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ, შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და სამოქალაქო დაპირისპირებასაც და წირავ ვიღაცეებს. ვისაც აქვს მოლოდინი ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი კიდევ შეიძლება აღდგეს, აღარ აღდგება არასდროს. არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ საჭირო არ არის. წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)