|
2018-11-05 10:59:28, 1429 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკების ჯგუფურად შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებული, ირანის ისლამურ რესპუბლიკის მოქალაქე ბ.გ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.გ-მ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება და მისი საქართველოში უკანონო შემოტანის ორგანიზება მოაწყო. 2018 წლის 7 თებერვალს, მან ნარკოტიკული საშუალება ფუთებად დააფასოვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით სხვადასხვა ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ა.ბ-ს, მ.ყ.-ს, ფ.ჰ.-ს და საკუთარ სხეულში მოათავსა, ხოლო 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სადახლოს მეშვეობით, ორგანიზება გაუწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 531,3626 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანას. „სამართალდამცველებმა ბ.გ. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2018 წლის 9 თებერვალს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა.ბ-მ, მ.ყ.ყ-მ და ფ.ქ.ჰ-მ, აღიარეს დანაშაული და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მათ თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)