|
2018-11-02 21:15:23, 1941 ნახვა
სამართალი
PHR - ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა
ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადასტურა. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკითხის შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს, რომელმაც ხუთი ქალის საქმე შეისწავლა. მათი თქმით, 3 საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია დაადასტურა, ხოლო 2 საქმეზე ხანდაზმულობის გამო, მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა. „2018 წლის მარტში რამდენიმე ქალმა ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „CIDA-ს“ ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალების ისტორიების მიხედვით, ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა პროფესიულ და საზოგადოებრივ მდგომარეობას და მათ მიმართ ახორციელებდა არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევას. ქალებმა სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მომართეს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რის შემდეგაც PHR-მა 5 კონკრეტულ შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა. PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც „ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარების გამოყენებით (…) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)