|
2018-11-02 15:51:33, 1314 ნახვა
პოლიტიკა
ანტიდასავლური პროპაგანდის შესამცირებლად, სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება
ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ეფექტიანი კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანტიდასავლური პროპაგანდის შესაკავებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება, სწორედ, ამ მიზნით განხორციელებული მასშტაბური პროგრამის ნაწილი იქნება. „ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს, უკვე რამდენიმე სამინისტროში არსებობს ასეთი სტრუქტურა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მათი მხარდამჭერი ღონისძიებები“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)