|
2018-11-02 14:42:38, 1843 ნახვა
სამართალი
გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე - ეს არის უდიდესი ცვლილება ჩვენს მენტალიტეტში
„ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები არასრულწლოვნების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მოხმარების ნაწილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში. ამიტომ, მოხმარების ნაწილის რეგულირება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არის ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს და საერთოდ, იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლების გარშემო. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, როგორც ინიციატორი მხარე, წრის გაფართოებას არ ვაპირებთ, თუმცა კანონმდებლობა პარლამენტშია და პარლამენტარების თავისი სიტყვა შეუძლიათ, რომ თქვან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)