|
2018-11-02 12:56:42, 1741 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი ბრალს არ აღიარებენ
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ქრთამის აღების ბრალდებას არ აღიარებენ. როგორც ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა, გოგია დარწმუნებულია, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი, ასევე, აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატისთვის გაუგებარია, რა აუცილებლობა არსებობდა ლაშა გოგიას დაკავების, რადგან სექტემბერში დაიწყო გამოძიება და დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობდა. „შევხვდი, ვესაუბრე, გაოგნებულია პიროვნება და წარმოდგენა არ აქვს, რა ქრთამზეასაუბარი. ის აცხადებს, რომ არასდროს ქრთამი არავისგან არ აუღია მთელი თავისი ცხოვრება არის პატიოსანი შრომით აქვს გავლილი და აღნიშნულიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ მასალები, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გადმოგვეცემა, იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება და ვერ იქნება, რომელიც ამ ბრალდებას დაუდასტურებს მას“, - განაცხადა მერაბ მამულაძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)