|
2018-11-02 12:39:00, 1406 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს
„რესპუბლიკური პარტია" გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც საერთო ინტერესის საგანია. „ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. „რესპუბლიკური პარტია" მას მხარს უჭერს. განვხილეთ მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა - პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება. „ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. გაერთიანებულ ოპოზიციასთან სხვა საკითხებზე კავშირზე არ გვქონია საუბარი", - განმარტავს ლევან ბერძენიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)