|
2018-11-01 17:32:11, 1893 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #408 ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ალექსანდრე ხვთისიაშვილი გახლავთ კარიერული დიპლომატი. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს. მას აქვს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება - 2011-2014 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო 2010-2011 წლებში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივიწარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იყო ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი. ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2017 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მინისტრის მოადგილის რანგში ის მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)