|
2018-11-01 12:24:18, 2001 ნახვა
პოლიტიკა
ვერის ბაღში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება
კვირას, 4 ნოემბერს, ვერის ბაღში იგეგმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია. აქცია უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ენმ-ის კოალიციის (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლას. მოძრაობის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ. “სისხლში ჩახშობილი აქციები, მოკლული და გაუპატიურებული პატიმრები, ქუჩაში სადისტურად მოკლული ახალგაზრდები, ბიზნესისა და მედიის რეკეტი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქეები – სწორედ ასე დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლები, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა. " - წერია მოძრაობის განცხადებაში. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შაკო კუჭაშვილმა "ექსპრესნიუსს" უთხრა, რომ ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია. "ჩვენი მიზანი წინა ხელისუფლების, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გამოხატული პროტესტია, ეს არის პროტესტი ხალხისა რომელსაც არუნდა სისტემის საზღვრების გაფართოვება, პროტესტი ხალხისა რომელსაც არ უნდა რეჟიმის ქვეშ ცხოვრება! ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია, ახალგაზრდები ვირჩევთ ღირსეულ მომავალს და უარს ვეუბნებით წარსულში დაბრუნებას" - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)