|
2018-10-31 12:50:48, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული - არანაირი შეთანხმბა მასთან არ მქონია
მე არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა აფინანსებს თუ არა მმართველი გუნდი და პარტიის თავმჯდომარე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, მას ხშირ შემთხვევაში ბინესმენები აფინანსებენ. „მე არ მაქვს პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. არსებობს კანონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკრძალავს ჩემს ფინანსურ მხარდაჭერას. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უფრო ღიად დამიჭირეს მხარი, რადგან ჰგონიათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მხარს მიჭერს, ეს მათაც უნდა გააკეთონ. ხშირ შემთხვევაში მხარს მიჭერენ ბიზნესმენები, რადგან იციან, რომ დამოუკიდებელი ვარ. მე არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული. არანაირი წინასწარი შეთანხმბა ბატონ ივანიშვილთან არ მქონია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)