|
2018-10-30 18:24:35, 1592 ნახვა
სამართალი
კილაძე - საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია
„საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია“, - ამ სიტყვებით გახსნა სოფო კილაძემ საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. კილაძემ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მხარდაჭერა გააძლიერონ. „დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათუთს, მოსაფრთხილებელს, ბავშვებს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამას სხვაგვარად ხედავს საოკუპაციო რეჟიმი. იქ ბავშვთა უფლებების დარღვევის ისეთი შემთხვევები ხდება, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საოკუპაციო რეჟიმი ბავშვებს აზიზღებს ყველაფერ ქართულს, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების სრული რუსიფიკაცია და მილიტარიზაცია. ქალბატონმა ქეთი ციხელაშვილმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლთა გაზიარება გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. და თუ რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე, პლატფორმაზე ჩვენ გააქტიურება გვჭირდება ამ მიმართულებით, ერთობლივად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ, „ბავშვის კოდექსის" პროექტში გვინდა გავითვალისწინოთ გარდამავალი დებულებები ოკუპირებული ტერიტორიებზე კოდექსის ფაქტობრივი გავრცელების შესახებ, იმისათვის, რომ სიკეთეების ნაწილი მაინც გახდეს ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)