|
2018-10-30 18:04:09, 1400 ნახვა
სამართალი
29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი - ,,ზრუნვა". ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა რომ თითქოსდა აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა, რაც გარკვეული სეგმენტის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა, მათ შორის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს. „2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის უკავშირდებოდა ნდობაში შესულ პირებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი მის მითითებებს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ფინანსურ სარგებელს. ლ.ნ.-ს მითითების თანახმად, 29 მოქალაქემ, კონკრეტულ ბანკებთან სესხის და განვადების ხელშეკრულება გააფორმა. ლ.ნ. დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ბანკებთან ფინანსურ ვალდებულებებს თვითონ შეასრულებდა და მათ მიერ განვადებით გამოტანილ ავეჯს და სესხის დიდ ნაწილს მოტყუებით ეუფლებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მათ თანხებს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ დარჩენილ ვალდებულებებზე არც უნდა ეფიქრათ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლ.ნ. არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რითაც მის მიერ განხორციელებული თაღლითური სქემის გამოყენებით, 29 დაზარალებულს 117,367,47 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ლ.ნ. 2018 წლის 1 აგვისტოს სარფის გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როცა იგი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ლ.ნ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)