|
2018-10-30 14:09:51, 1455 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: თუ ვაშაძე მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება
"თუ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვაშაძის პირობა, ახალაიებისა და მერაბიშვილის შეწყალების შესახებ, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში და ამის დაშვება არ შეიძლება. „მე არ მინდა საჯაროდ ვისაუბრო იმ მიზეზებზე და გარემოებებზე რომელთანაც არის დაკავშირებული ამ შედეგების დაფიქსირება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს საქარველოში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რაც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მიმართული შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის წარმოადგენს პრობლემას, მის პოლიტიკური რეანიმაციისთვის წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ კარგად ვიცით რას აპირებს სააკაშვილი და მე დარწმუნებული ვარ ამ საფრთხის წინააღმდეგ შევკრავთ პირს და გავერთიანდებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)