|
2018-10-30 10:39:26, 1131 ნახვა
სამართალი
პროკურატურა განმარტავს, რატომ გადაეცა ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას
მთავარი პროკურატურა ზაზა სარალიძის საქმის რუსთავში განხილვასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარეს წარმოადგენს. „ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა. იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოაგდენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“, - აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, ცნობისთვის, 26 ოქტომბერს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)