05:35 - 05 Nov, 2026
|
2018-10-29 01:00:29, 3909 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი შედეგები: ზურაბიშვილი - 43.05%, ვაშაძე - 35.35%, ბაქრაძე - 10.56%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 748 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით (20.19%-ზე მეტი), საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 43.05% უჭერს მხარს. მეორე ადგილს 35.35%-ით გრიგოლ ვაშაძე იკავებს, მესამე ადგილზე კი, დავით ბაქრაძეა - 10.56%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 3.93% დავით უსუფაშილი (თავისუფალი დემოკრატები) – 1.66% ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 1.62% კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო) - 1.12% დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს. ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.4% შეადგინა.
update - 01:31
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)