|
2018-10-28 21:26:17, 1560 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილი ეცდება მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს
„რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Faceook-ზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს. „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი. ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %?თუ ისინი გააგრძელებენ ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას. თუ ივანიშვილი შეეცადა მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)