|
2018-10-28 21:25:49, 1937 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის. „პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მოსული იყო არჩევნებზე და თავისი ნება დააფიქსირა. მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. როდესაც დათვლის შედეგად მიღებული ციფრები გვექნება, ოფიციალურად გამოვაცხადებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)