|
2018-10-28 20:37:49, 1700 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში
"გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა. ჯაფარიძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის დიდი გამარჯვებაა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „გირჩისთვის“ ეს არის გამარჯვება. ეგზიტპოლს რაც შეეხება, ყველა ფლანგი ცდილობს, შექმნას წინასწარი განწყობა, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას, დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს მოცული, სადაც გვყავს საკუთარი წარმომადგენლები. კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს , ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლით ზურაბ ჯაფარიძემ 2% დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნების" ეგზიტპოლით 3%. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)