|
2018-10-28 20:43:59, 1469 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: მეორე ტურშიც მოვიგებთ - მადლობა „ევროპულ საქართველოს“
„დარწმუნებული იყავით, მეორე ტურშიც მოვიგებთ წყნარად, მშვიდად, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. საპრეზიდენტო კანდიდატი Edison Research-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების პირველად შედეგებს გამოეხმაურა. ამასთან, მან „ევროპულ საქართველოს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ, რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით, მაგრამ არ არსებობდა გზა, რომლითაც ისინი შეძლებდნენ გაყალბებას, თუმცა გამოცდილი შულერები არიან, განსაკუთრებით ამაში დავრწმუნდით 2016 და 2017 წელს, დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ, წყნარად, მშვიდად, ისევე, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით. ახლა შემატყობინეს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით ჩვენ ვიმარჯვებთ და ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ. ამ შემთხვევაში არის ერთი სათქმელი სიტყვა - მადლობა, და თქვენ ნახავთ, რომ ამას მოჰყვება დანარჩენი პარტიების, რომლებიც არ შედიან გაერთიანებულ ოპოზიციაში მათი მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ უნდა დარწმუნდეს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი“, - აღნიშნა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)