|
2018-10-28 20:28:34, 1593 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლებას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს. მთავრობის მეთაურმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ეგზითპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და ყველა მოქალაქეს აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო მუხტისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც ეგზითპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, ხმის დათვლის შედეგებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)