|
2018-10-28 20:00:16, 3404 ნახვა
პოლიტიკა
ეგზიტპოლი - ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე 40%, ბაქრაძე 10%
Edison research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მხარს ამომრჩეველთა 40% უჭერს. მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძეა ( 40%), ხოლო მესამე ადგილს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე იკავებს (10%). რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 3% ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 2%; დავით უსუფაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 2% ცნობისთვის, ეგზიტპოლი კომპანია Edison research-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა. რაც შეეხება ოფიციალურ შედეგებს, ცესკო-ში განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)