05:13 - 05 Nov, 2026
|
2018-10-28 15:45:22, 833 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში მისცა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბარში დადებითად შეაფასა არჩევნების პროცესის ორგანიზების ხარისხი. „არჩევნებზე ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა, როგორც მისმა პრეზიდენტმა. მას შეუძლია, მაქსიმალურად დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა დემოკრატია; ევროპისა და სხვა განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)