|
2018-10-28 12:05:25, 928 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს - ჩვენ მშვიდობა გვჭირდება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კახა კალაძე ხმის მისაცემად N64-ე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. როგორც თბილისის მერმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას. „მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს და ჯგუფებად დაყოს. შესაბამისად, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების დაყოფა. ერთხელ, უკვე ვნახეთ ეს ყველაფერი როგორი მძიმე იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ. ქართველები ცოტანი ვართ, კონსოლიდაცია გვჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)