|
2018-10-28 10:48:53, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდში, ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან არის გაკრული
ზუგდიდში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მურთაზ ლომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია. გარდა ამისა, ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან“. მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს. „ეს არის ერთადერთი შესასვლელი 76-ე უბანზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის ფოტოებია გამოკრული. ეს არის ნების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რადგანაც ეს შესასვლელი არის საარჩევნო უბნის განუყოფელი ნაწილი. სხვანაირად საარჩევნო უბანზე ვერ მოხვდება ამომრჩეველი და ჩვენ ახლა ამ აკრძალულ ატრიბუტიკას ჩამოვხსნით. სარჩელი უნდა დაიწეროს ამაზე, დავწერთ კიდეც“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)