|
2018-10-28 08:18:10, 1226 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნებზე პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი და 3 518 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები დღეს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება. ცნობისთვის, საპრეზიდენტოარჩევნებისთვის დააკვირდება საარჩევნოსუბიექტების 82 000-ზე მეტიწარმომადგენელი, 73 ადგილობრივისადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზემეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზემეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიაორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივიმედია ორგანიზაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)