|
2018-10-27 18:03:49, 2650 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ზაზა სარალიძეს საავადმყოფოში ყველა საჭირო პირობა აქვს შექმნილი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამედიცინო დაწესებულებაში დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა. ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია და მისთვის საავადმყოფოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. „მე ვინახულე და შევხვდი ზაზა სარალიძეს. ის იმყოფება პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაირეგულიროს. ხელშეწყობა არსებობს. იგი არის მშვიდ ვითარებაში, შემიძლია ეს ნამდვილად დაგიდასტუროთ. მას აქვს ყველა საჭირო პირობა შექმნილი საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალის წარდგენას ველოდებით და სავარაუდოდ ეს ხვალ უნდა იყოს, თუმცა დეტალურად ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, სამართლებრივად მივყვებით პროცედურებს, თუმცა მე როგორც ადვოკატი ვიტოვებ უფლებას რომ არ ვისაუბრო დეტალურად იმ გარემოებებთან დაკავშრებით რას ვაპირებთ და რა იქნება ჩენი პოზიცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა და ნამდვილად დადებითად მინდა შევაფასო რა მდგომარეობაც მე იქ ვნახე და რა ვითარებაშიც იმყოფება“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)