|
2018-10-26 15:20:07, 2399 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ ბოლტონი - აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ დაწესდა
შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის სანქციების ნაწილი დაწესებულია სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნოემბერში დაგეგმილია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა ბოლტონის თქმით, მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა. „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მთელი რიგი სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ნაწილი დაწესებულია სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც მოხდა საქართველოს ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია. რამდენად მოხდება ნოემბერში საქართველოს თემის განხილვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს შეხვედრა მოკლე იქნება. საფრანგეთი აღნიშნავს 100 წლისთავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღიდან და პუტინი-ტრამპის შეხვედრა, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, „ველების“ ფორმატში შედგება”, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)