|
2018-10-26 14:14:38, 2735 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: გია ხუხაშვილი უნიჭო ექსპერტია - ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ყველაფერს თავად მართავდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გია ხუხაშვილს „უნიჭო ექსპერტი“ უწოდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხუხაშვილი მასთან მიმართებაში „ცუდად მოიქცა“ შემდეგ კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „გაფორმდა“. „ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და ჩემთან აღარ შემოესვლება დიდი ხანია. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა, მისი პოზიციიდან გამომდინარე. არ ვიცი ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიცია, რასაც დღეს იჭერს, წყალს ასხამს „ნაციონალების“ წისქვილზე, მაგრამ მაგისაც არავითარი პრობლემა არ მაქვს. მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესს, ამ დროს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია. შევახსენებ ერთ-ერთ ბოლო ასეთ შემთხვევას, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო წინა, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწერდი, რომ არ მეწყენინებია, მაინც ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დავხურე პრინციპში მაგის ანალიზი, როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, რა შემთხვევაში გაიმარჯვებდა ბურჯანაძე. იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია მეთქი, მე მაგაზე დროს არ დავხარჯავ თქო. ესეთი ანალიტიკოსია და ესეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)