|
2018-10-26 12:03:18, 2021 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს. „ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 ოქტომბერს, 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩათი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ“, – აცხადებენ ცესკოში. მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 8:30 საათი; 10:30 საათი; 12:30 საათი; 15:30 საათი; 17:30 საათი; 20:30 საათი. ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)