|
2018-10-25 19:04:32, 2542 ნახვა
სამართალი
პროკურატურა სავარაუდოდ სააკაშვილი-ალასანიას სატელეფონო ჩანაწერს შეისწავლის
პროკურატურა უკრაინულ ვებგვერდზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და მისი ბიძის, თემურ ალასასნიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს შეისწავლის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს. "პროკურატურა შეისწავლის გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და ამის შემდეგ მიიღებს გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას", - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა. "ჩანაწერში მონაწილეობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ამავდროულად КГБ-ს ყოფილი გენერალია. საუბრისას თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით საუბრობს ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს", - წერს პორტალი.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)