|
2018-10-25 15:26:22, 1944 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს - პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები
პარტია "'ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს. ივანიშვილის თქმით, თუ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, მისი კონკურენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ან "ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი იქნება. ამასთან, ყოფილი პრემიერი ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან პარტიის მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდა. "დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის, ქალბატონი სალომე პირველივე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს აუცილებლად იგებს ქალბატონი სალომე. მეორე ტური თუ შედგა და ამისი მხოლოდ მცირე ალბათო არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს, რომლებიც ორ პარტიას წარმოადგენენ. ერთი ქულაა სხვაობა ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის, ხოლო არჩევნებზე ეს დიდ როლს არ ითამაშებს. ეჭვი არაა იმაში, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მაინც ქალაბტონი სალომე გაიმარჯვებს. ნუ გადავაქცევთ ზედმეტ ემოციებად დარჩენილ დროს, პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები. დავაცხროთ ეს ემოციები, ის რაც აუცილებლად მოხდება და კიდევ ერთხელ ვთხოვ მხარდამჭერებს მობილიზება მოახდინონ. გადადონ გვერდზე კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით რომ ქალბატონი სალომე არ არის პარტიის წევრი, ყოფილ მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ, რომლებმაც მოასწრეს განაწყება, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და შევუდგეთ ქვეყნის აღმშენებლობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)