|
2018-10-25 12:03:09, 1341 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ამის თარგმნა, რომ ვიღაც ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია
„ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაც ტელევიზიას ემუქრება, ჩემი აზრით ეს არასერიოზულია“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ აღმშენებლობას ხელს უშლის. „უკვე თქვენს კითხვაშივე არის არასწორი პასაჟი. თუ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა და იმის მოთხოვნა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს რომელიმე ტელევიზიიდან, ეს შეიძლება იმდაგვარად შეაფასოთ, როგორც კითხვის შინაარსში ისმის, რა თქმა უნდა მე ვერ დაგეთანხმებით. მე ვუსმინე ამ ინტერვიუს, ისევე როგორც, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და კარგად ვიცი რა თქვა. მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის თქვენი ტელევიზიიდან ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. შესაბამისად, ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ემუქრება ტელევიზიას, ეს არასერიოზულია, დამერწმუნთ. მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და ის, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, ეს ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)