01:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 11:02:47, 1060 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - შემიძლია, ევროპელებსა და ამერიკელებს ვესაუბრო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით

„მაქვს ევროკავშირთან მუშაობის გამოცდილება, ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში" და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როდესაც ნატო-სა და ევროკავშირში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიმდინარეობდა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018"-ის წამყვანის კითხვას, როგორ მოახერხებს იმ წინააღმდეგობების დაძლევას, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეხვდება, მათ შორის რუსეთის ნეიტრალიზებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის ყველაზე რეალური გეგმა არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა.

„მე მაქვს ამის პირდაპირი გამოცდილება, ერთი იმიტომ რომ ვმუშაობდი ევროკავშირთან. ნიცის ტრაქტატის უსაფრთხოების ნაწილი ჩემი დაწერილია. ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში" და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ევროკავშირსა და ნატო-ში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიდიოდა.

იმ დროს იგივე წინააღმდეგობები იყო რუსეთის მხრიდან. ძალიან ნათელი იყო ერთი რამე, რომ წინააღმდეგობა იზრდებოდა, როცა იყო „სტოპ ენდ გო" – გაჩერება და წასვლა. ყველაზე რეალური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა.

დღეს იმის თქმა, რომ ბრექსიტი არის კატაკლიზმი, არასწორია. ეს არის კრიზისი ევროკავშირისთვის, მაგრამ ამ კრიზისმა შესაძლოა, ახალი ფორმატები მოგვცეს. ამ საკითხზე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც ამ საკითხებში გარკვეულია.

რადგან ბრიტანეთისთვის ახალი ფორმატები მუშავდება, ამ ახალ ფორმატებში საქართველომ შეიძლება ახალი ადგილები მოიპოვოს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნები და სხვანაირად ვესაუბროთ ევროკავშირს. რეგიონში გვაქვს ის სტაბილურობა და ადგილი, რომელიც უფრო მეტად არის დასაფასებელი. მე ის უპირატესობა მექნება, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან შემიძლია ვილაპარაკო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics